სიახლეები

ცაგერის ,,ხვამლი" ფეხბურთში მასტერლიგის (7-7) რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონალური ტურნირის ჩემპიონი გახდა

ცაგერის ,,ხვამლი" ფეხბურთში მასტერლიგის (7-7) რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონალური ტურნირის ჩემპიონი გახდა. ფინალში ჩვენმა გუნდმა 4:2 სძლია მასპინძლებს ამბროლაურის ,,რაჭას". შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ : ამბროლაურის -2, ონის, ცაგერის და ლენტეხის გუნდები.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს მასტერლიგის   ზონალურ პირველობაზე , სადაც იასპარეზებენ დასავლეთ საქართველოს რეგიონების პირველობებში გამარჯვებული გუნდები.
ვულოცავთ ,,ხვამლს" ამ წარმატებას.

სიახლეები