სიახლეები

დასრულდა კურორტ ,,ახალჭალამდე" მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობი

დასრულდა კურორტ ,,ახალჭალამდე" მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობი.
ახალჭალა ზღვის დონიდან 1890 მეტრზე მდებარეობს,გამოირჩევა ბუნების სილამაზით. საოცარი ხედები, ამწვანებული მთები, ტყეები,ნაძვნარი, გაშლილი მინდვრები და სუფთა ჰაერი შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.
ჩატარებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ხაბულიანმა.
ამ ეტაპზე გზა მოსახერხებელია ნებისმიერი მაღალი გამავლობის ტრანსპორტისათვის.

სიახლეები