სიახლეები

სოფელ ჩხუტელში ,ჭალის უბანში , საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ჩხუტელში ,ჭალის უბანში , საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 
ახლად დასრულებული ბეტონის საფარიანი გზა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან , სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
რეაბიტილირებული გზის მონაკვეთი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისი ღირებულება 320.000ლარია.
სამუშაოები შპს“კრისტალმა“ შეასრულა.

სიახლეები