სიახლეები

ყურადღება, ცხადდება საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი!

საგრანტო კონკურსის I ეტაპზე ორგანიზაციამ
               დააფინანსა 4 საგრანტო განაცხადი!
ცხადდება საგრანტო კონკურსის II ეტაპი, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ!   
     ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტი (მაქსიმუმ 5,000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).
   საგრანტო კონკურსის II ეტაპი, გამოცხადებულია jobs.ge - ზე, რომელიც მოიცავს ვადას 2021 წლის 13 ივლისიდან - 2021 წლის   16 აგვისტომდე.
     იხილეთ ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=314355
ინოვაციურ/ნოვატორული იდეების მიღება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მოსახლეობისაგან ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ, მოხდება ღია კარის პრინციპითაც ;
აპლიკაციები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით
tamrielb2017@gmail.com
    ან, პირადად მოიტანოთ დალუქული კონვერტით ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ოფისში,
მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ, სას/სამ კოოპერატივი, ი/მ, შ.პ.ს. და ა.შ).
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ როგორც job.ge - დან, ზემოთ მინიშნებულ ბმულზე https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=314355
ასევე,
   ბმულზე - https://drive.google.com/.../16mUbVnoGiiy1JxSmF3b.../view...
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ, ნებისმიერ დროს 10:00 - 18:00 საათამდე
ტელეფონებზე: 593 15 13 35    თამარ ელბაქიძე, - პროექტის კოორდინატორი;
                                599 176 172 ბესარიონ მურუსიძე - პროექტის ასისტენტი;
დამატებითი ინფორმაციებისათვის, პერიოდულად ეწვიეთ ორგანიზაციის face / გვერდს ngo aic ფონდი „აფხაზინტერკონტი“, სადაც მინიშნებული იქნება კონსულტაციის თარიღები.
დაინტერესებული აპლიკანტებისათვის დამატებით, 2021 წლის 4 აგვისტოს   16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ/შეხვედრა გაიმართება WebEx-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
შეხვედრის ბმული:
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/83226804937...
Meeting ID: 832 2680 4937
Passcode: 577439

სიახლეები