სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავათანდილ უგრეხელიძემ,მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრეველმა,სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს.
სოფელ ჩხუტელში დასრულდა ჭალის უბანში,სკოლის მიმართულებით საავტომობილო გზის რებილიტაცია.მოეწყო ასფალტო- ბეტონის საფარი.
 პროექტის სახელშეკრეულებო ღირებულებაა 320 000 ლარი.სამუშაოებს აწარმოებდა შ.პ.ს ,,კრისტალი".
სოფელ ორბელში ჩეროსა და სვანიძეების უბანში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,მეკა".
პროექტის განხორციელება მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სოფელ სპათაგორში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი .
სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დასრულდებს.სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს ,,ელიტ ბილდერს გრუპი".
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტების განხორციელების ვადებსა და ხარისხზე.
,,ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტუქტურის მოსაწერსრიგებელი სამუშაოები.ამჯერად მოვინახულეთ სამი ობიექტი,ასეთი ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე სოფელში.სამხარეო და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით
იგეგმება სხვა სოფლებშიც ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია,უკვე მიმდინარე და დასრულებული პროექტები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს,რომ მალე ლეჩხუმის სოფლებში გზის პრობლემა ფაქტობრივად მოგვარდება"-აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები