სიახლეები

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ კონკურსანტებს შესაბამისი ინვენტარი გადასცა

16 ივლისს ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით,   ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ კონკურსანტებს: 
1. ახალგაზრდა და-ძმას (19 და 26 წელი, რომლებიც არიან აფხაზეთიდან დევნილები ), ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში (წარმოდგენილი პროექტი - „ჩითილების წარმოება და რეალიზაცია ბიოდეგრადირებულ ტორფის ჭიქებში” ) გრანტით მოთხოვნილი , პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სათბურის კონსტრუქცია გადასცა;
 2. ა(ა)იპ „დემოკრატია, თანადგომა, ნდობა“ (DST)                    ( წარმოდგენილი პროექტი - „ენერგოეფექტური საშრობები, როგორც სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელის შექმნა - განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით“) გადაეცა 5 ენერგოეფექტური საშრობი ხილის, კენკროვნების და სამკურნალო მცენარეების შრობისათვის. გადაცემულ ენერგოეფექტურ საშრობებს, ორგანიზაცია (DST) უახლოეს პერიოდში გადასცემს ცაგერის მუნიციპალიტეტის თემებში მცხოვრებ მიზნობრივ ბენეფიციარებს.
საგრანტო     პროგრამა ითვალისწინებდა ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება-მხარდაჭერას.
 საპროექტო იდეები გათვლილი იყო სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
საგრანტო კონკურსის II ეტაპი, გამოცხადებულია jobs.ge - ზე, რომელიც მოიცავს ვადას 2021 წლის 13 ივლისიდან - 2021 წლის 16 აგვისტომდე.
იხილეთ ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=314355
     პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ - ფარგლებში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის - სამხრეთ კავკასიაში (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება.
ორგანიზაცია საგრანტო პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სოფლის განვითარების სააგენტოს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო/საკონსულტაციო ცენტრთან!   ფონდი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის მთავარ სპეციალისტს, ბატონ ბონდო ხეცურიანს.

სიახლეები