სიახლეები

გიორგისათვის! საქართველოსთვის!

გიორგისათვის!  
საქართველოსთვის!     
 ამ პათოსით გაიმართა ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე სპორტული ორგანიზაცია ,,Iviko S cage"-s მიერ   და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოწყობილი ვარჯიში ,,ანწუხელიძე",რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას.
 ვარჯიში მოიცავდა გარბენს- 1984 მეტრი (სიმბოლურად გმირის დაბადების წელი), 18 სიმძიმის აწევა-23 კილოგრამის წონის (გიორგი დაიბადა 18-აგვისტოს და დაიღუპა 23-წლის),ღერძზე აზიდვა,ბუქნი ახტომით,ბარფი ახტომით, 1984 მეტრი სირბილი 8-10 კილოგრამი ტვირთით.
 ღონისძიების ბოლოს მაყურებელს სიტყვით მიმართეს ორგანიზაციის ლიდერებმა თორნიკე თვარაძემ და ივიკო ერგემლიძემ , ისაუბრეს დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ,რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება, ასევე, გამოთქვეს მადლიერება ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე.
,,თითოეული ჩვენთაგანი მოვალენი ვართ არ დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები,გარდა იმისა, რომ დღეს პატივი მივაგეთ ეროვნული გმირის-გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას,რომელიც სამაგალითოა ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის,ჩატარებული სპორტული აქტივობა ხელისშემწყობია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას ლეჩხუმში"-აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები