სიახლეები

გიორგისათვის! საქართველოსთვის!

გიორგისათვის!  
საქართველოსთვის!     
 ამ პათოსით გაიმართა 17 ივლისს ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე სპორტული ორგანიზაცია ,,Iviko S cage"-s მიერ   და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოწყობილი ვარჯიში ,,ანწუხელიძე",რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას.
 ღონისძიების ბოლოს მაყურებელს სიტყვით მიმართეს ორგანიზაციის ლიდერებმა თორნიკე თვარაძემ და ივიკო ერგემლიძემ , ისაუბრეს დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ,რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება, ასევე, გამოთქვეს მადლიერება ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე.

სიახლეები