სიახლეები

23 ივლისს,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრველმა რეგიონში ვიზიტად მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში უმასპინძლა

23 ივლისს,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი მეტრველმა რეგიონში ვიზიტად მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი რევაზ ახვლედიანი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი.
 2021-2022 წლებში ლიეტუვასა და საქართველოს შორის ხორციელდება ერთობლივი პროექტი "სოფლის მეურნეობის პარტნიორობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის".
 პროექტი ემყარება 2021 წელს ლიეტუვას, საგარეო საქმეთა სამინისტროს დემოკრატიის განვითარების და თანამშრომლობის პროგრამის კონცეფციას "რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, შესაძლებლობების გამოყენების გზით.
 პროექტის მიზანია შექმნას ვირტუალური სავაჭრო ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით საქართველოსა და ლიეტუვაში.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს ყველის დამაზადებელი საწარმო სოფელ გვესოში,ჩაის დამამზადებელი საწარმო სოფელ ჭალისთავში,ეწვივნენ ახალგაზრდა მეფუტკრეს სოფელ ლარჩვალში, ,,უსახელოურის" მწარმოებელ მეღვინეს სოფელ ოყურეშში.
თანამშრომლობა ლიეტუვასა და ცაგერის მუნიციპალიტეტს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

სიახლეები