სიახლეები

ცაგერის ლადო ასათიანის სახელობის ბულვარში, ცაგერის სამხატვრო სკოლის ორგანიზებით, მარიამ საღინაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

ცაგერის ლადო ასათიანის სახელობის ბულვარში, ცაგერის სამხატვრო სკოლის ორგანიზებით, მარიამ საღინაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
მარიამ საღინაძე-11 წლის,სოფელ ჭალისთავიდანაა.იგი ამჟამად ქალაქ თბილისის N1 სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სახელოვნებო სკოლის მოსწავლე გახლავთ.არის თბილისის მერის ორჯერადი სტიპენდიანდი,აქვს სხვადასხვა დიპლმები და სერთიფიკატები,მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებში მოპოვებული.
მარიამის გამოფენას ესწრებოდნენ სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარნაბიშვილი,პედაგოგები:თეა რაზმაძე,მანანაკობახიძე,ქეთი გობეჩია,მზია ამირიძე,ლალი ნადირშვილი.
ქალბატონმა ქეთევან ბარნაბიშვილმა ისაუბრა მარიამის მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ, მადლობა გადაუხადა როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტს,ასევე ცაგერის სამხატვრო სკოლას მასპინძლობისათვის.
სიტყვით გამომსვლელებს შორის გახლდნენ სამხატვრო სკოლის დირექტორი გია დავითულიანი,მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი და სხვები.
მარიამ საღინაძის ნამუშევრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.გამოფენა დაწესებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით,ღია სივრცეში ჩატარდა.
მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ ლეჩხუმელ ნორჩ მხატვარს!

სიახლეები