სიახლეები

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’.
ტრენინგებს უძღვება ა(ა)იპ „ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს- ანალიტიკოსი გვანცა სადილიანი.
ცაგერის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული მოქალაქეზე ორიენტირებული შემდეგი ელექტრონული მოდულები დაინერგა:
ელექტრონული განცხადებების ერთიანი სისტემა - ms.gov.ge;
შენი იდეა ქალაქის მერს - idea.municipal.gov.ge;
პროექტების ციკლის მართვა - build.municipal.gov.ge;
მოქალაქეთა დახმარება - ms.gov.ge.
ახალი ელექტრონული სისტემა არის მოქალაქეზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ის უკეთ ემსახურება საკუთარ მოქალაქეს.
ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური და დროითი რესურსები, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.
https://build.municipal.gov.ge/home

სიახლეები