სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვივნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრებს ცაგერის მუნიციპლიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მერის პირველ მოადგილესტან-ერასტი მეტრეველთან ერთად მასპინძლობდა.
ჩეხმა სტუმრებმა ისაუბრეს მათი გამოცდილების,სახელმწიფო სტრუქტურის,პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერმა აქცენტი გააკეთა ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზე,პერსპექტივებზე,სხვადასხვა საჭიროებებზე.
ჩეხეთის წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტს სთავაზობენ გრძელვადიან თანამშრომლობას დ დახმარებას ისეთი პროექტების განხორციელებაში,როგორებიცაა ტურისტული ობიექტების კეთილმოწყობა,ტურისტებისთვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის დანერგვა,რისი საშუალებითაც ვიზიტორები გზდაგზა გაეცნობიან მათთვის საწჭირო ინფორმაციას,აგრეთვე,საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი სისტეის მოწყობას და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი ,,აფხაზინტერკონტის" გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე,მერიის ეკონომიკური სამსახურის უფრი რევაზ ახვლედიანი,განათლების,კულტურის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრბი დაინტეესდნენ ადგილზე გაცნობოდნენ ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალს,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს სხვადასხვა ლოკაციები,მათ შორის-,,მწვანე ტბა",ტურისტული გადმოსახედები და ბილიკები მურის ციხეებთან ,მწვანე თეატრი",რაჩხის ჩანჩქერი.
ჩეხეთის რესპუბლიკასთან წარმატებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ლეჩხუმის ტურისტულ განვითარებას.

სიახლეები