სიახლეები

ლეჩხუმში წმინდა მაქსიმეს ხსენების დღე აღინიშნა

3 თებერვალს ლეჩხუმში წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა.
სადღესასწაულო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა,მასთან ერთად სწირავდნენ მიტროპოლიტები,მთავარეპისკოპოსები,ეპისკოპოსები,სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან.
წირვის დასრულების შემდეგ მღვდელთმთავრებმა მრევლთან ერთად ლიტანიობით მურის კლდეკარში,დიდი ღვთისმეტყველის წმიდა მაქსიმეს საფლავზე გადაინაცვლეს,სადაც პარაკლისი აღევლინა.მომლოცველები მიეახლნენ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს.
დღესასწაული საზეიმო ტრაპეზით დასრულდა,სადაც სტუმრებისათვის კულტურული ღონისძიებაც ჩატარდა.
მაქსიმობის დღესასწაულს დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე,მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,ბევრი სტუმარი და მომლოცველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!

სიახლეები