სიახლეები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მუნიციპალიტეტში შეიქმნა COVID 19-ის ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, 4 აგვისტოს ცაგერის მუნიციპალიტეტში შეიქმნა COVID 19-ის ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბი
შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს თემებში მუნიციპალიტეტის წარმონადგენლებთან.
 შტაბი ყოველდღიურად მიიღებს ინფორმაციას ჯავშნების და ვაქცინირებული პირების შესახებ, გაწევს სწორ აგიტაციას ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და განახორციელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
 შტაბი თემის წარმომადგენლებიდან სისტემატიურად მიიღებს ვაქცინაციის მსურველთა შესახებ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მერია თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობის იმ ნაწილის ტრანსპორტირებას ცაგერის ჯანდაცვის ცენტრში,რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

სიახლეები