სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოეწყო ღონისძიება სლოგანით ,,ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო"

ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში (ბიბლიოთეკარი მანანა გოგიძე) მოეწყო ღონისძიება სლოგანით ,,ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო".
დარბაზში გამოფენილი იქნა თეორიული და ფოტო მასალა თემატიკის მიხედვით :,,აგვისტოს ომი ჩვენი ისტორიაა", ,,ცივი ომიდან ცეცხლოვან წყობამდე", ,,ლეჩხუმის მონაწილეობა აგვისტოს ომში".
ღონისძიება მიეძღვნა ლეჩხუმელ გმირს,საქართველოსთვის აგვისტოს ომში დაღუპულ ვაჟკაცს ზურაბ ეფაძეს.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
აგვისტოს ომის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე მოხსენება გააკეთა ცაგერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე,ზურა ეფაძის სახელობის ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები,ლეჩხუმის საზოგადოების წარმომადგენლები.
ვღონისძიებას ესწრებოდნენ გმირის მამა ავთანდილ ეფაძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი,მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი და სხვები.
ბდასასრულს, გმირის მამამ და მერიის სამხედრო სამსახურის უფროსმა გოჩა მურცხვალაძემ ბიბლიოთეკის ეზოში სიმბოლურად ნაძვის ხე დარგეს,ზურას სახელის უკვდავსაყოფად.
ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გმირები არ კვდებიან,ისინი მარადისობას უერთდებიან.

სიახლეები