სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში შექმნილია COVID-19-ის ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბი

ცაგერის მუნიციპალიტეტში შექმნილია COVID-19-ის ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბი.
მეორე დღეა, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარეობს ვაქცინაციის მსურველთა ტრანსპორტირება ორბელის თემიდან.
მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში,ორ დღეში აიცრა 160-ზე მეტი ადამიანი.
სინოფარმით ვაქცინაცია ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარეობს გართულებების გარეშე.
პროცესს ყოველდღიურად ადგილზე ეცნობა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი.
ტრანსპორტით მომსახურების პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ყველა თემს მოიცავს.

სიახლეები