სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მერიის ორგანიზებით, მიმდინარეობს ვაქცინაციის მსურველთა ტრანსპორტირება ორბელის თემიდან

ცაგერის მუნიციპალიტეტში მერიის ორგანიზებით, მიმდინარეობს ვაქცინაციის მსურველთა ტრანსპორტირება ორბელის თემიდან.
მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში,ორ დღეში აიცრა 160-ზე მეტი ადამიანი.
სინოფარმით და სინოვაკით ვაქცინაცია ცაგერის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარეობს გართულებების გარეშე.
პროცესს ყოველდღიურად ადგილზე ეცნობა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი.
ტრანსპორტით მომსახურების პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ყველა თემს მოიცავს.

სიახლეები