სიახლეები

10 აგვსტოს ლეჩხუმში პირველად შედგა ,,თავისუფალი თეატრის" გასტროლი

10 აგვსტოს ლეჩხუმში პირველად შედგა ,,თავისუფალი თეატრის" გასტროლი.
ცაგერის კულტურის ცენტრში ,,თავისუფალმა თეატრის" დასმა წარმოადგინა სპექტაკლი ,, მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ!".
ლეჩხუმელი მაყურებლისთვის ეს სასიამოვნო საღამო რაჭა -ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პარმენ მარგველიძისა და რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის მხარდაჭერით შედგა.
ცაგერის საზოგადოებასთან ერთად სპექტაკლს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.

სიახლეები