სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარსადგენი, მუნიციპალიტეტებიდან შემოსული საპროექტო წინადადებები.
საპილოტე რეგიონებში ინტეგრირებული განვითარების პროგრამის კონკურსთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელდა 3 საპროექტო წინადადების შეფასების პროცედურა. საკონსულტაციო საბჭოზე საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ ერთხმად გადაწყდა აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე თანხმობა. 3 -ივე პროექტს მიენიჭა დადებითი შეფასება, ამ ეტაპისათვის 3 საპროექტო წინადადებებიდან ყველა, დაფინანსების მიღების მიზნით გადაიგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შექმნილ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის კომისიას განსახილველად.
2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.

სიახლეები