სიახლეები

ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე
ბეტონის საფარის მოწყობა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 435 178 ლარი.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ელიტ ბილდერს გრუპი“.
სამუშაოების შესრულების ყველა ეტაპზე მიმდინარეობს ხარისხის მონიტორინგი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ.
ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ლეჩხუმის ამ ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული სოფლის გზის პრობლემა საფუძვლიანად მოგვარდება.

სიახლეები