სიახლეები

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
,,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში სამუშაოები მიმდინარეობს როგორც შენობებზე, ისე რეკრეაციულ სივრცეებში. ეწყობა პარკები და სკვერები, შესაბამისი აუცილებელი საინჟინრო სისტემებით, საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი ინფრასტრუქტურით,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა
პროგრამის ფარგლებში, ცაგერში დაწყებულია რუსთაველის და კოსტავას ქუჩების განახლება.
ირაკლი ქარსელაძე ცაგერში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან- ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

სიახლეები