სიახლეები
26 აგვისტოს მაქსიმობის დღესასწაული აღნინიშნა ლეჩხუმში.
26 აგვისტოს მაქსიმობის დღესასწაული აღინიშნა ლეჩხუმში.დიდი ღვთისმეტყველის,მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა აღავლინა ცაგერის, ლენტეხის და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
პარაკლისი აღევლენა მურში,წმინდანის საფლავზე,სადაც მრევლმა და სასულიერო პირებმა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან,წირვის შემდეგ, ლიტანიობით გადაინაცვლეს.
საპატიო დერეფანში საქართველოს დროშებით იდგნენ ცაგერის ილია მართლის გიმნაზიის მოსწავლეები.
სტუმრად ჩამობრძანებულ მომლოცველებთან,ადგილობრივ მრევლთან ერთად წმინდანის საფლავზე მოილოცეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,თავმჯდომარის მოადგილემ რეზო ხეცურიანმა.
გილოცავთ მაქსიმობის დღესასწაულს.წმინდა მაქსიმეს მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს.


