სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზუბში, ჩქუმში, ქულბაქში, წიფერჩში, ბარდნალასა და ლარჩვალში საერთო კრებები ჩატარდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზუბში, ჩქუმში, ქულბაქში, წიფერჩში, ბარდნალასა და ლარჩვალში.
აღნიშნულ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსდება შემდეგი პროექტები:
სოფელ ზუბში - გარე განათების მოწყობა;
სოფელ ჩქუმში - გარე განათების მოწყობა;
სოფელ ქულბაქში - გარე განათების მოწყობა;
სოფელ ლარჩვალში - არტეზიული ჭის მოწყობა,წყალსადენის მოწესრიგება;
სოფელ ბარდნალაში - წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა;
სოფელ წიფერჩში - გარე განათების მოწყობა.
კრებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიზე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სიახლეები