სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტს საჩუქარად გადმოეცა ძვირად ღირებული საერთაშორისო სტანდარტების იატაკის საფარი

საქართველოს კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს,ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის კეთილი ნებით და მხარდაჭერით ცაგერის მუნიციპალიტეტს საჩუქარად გადმოეცა ძვირად ღირებული საერთაშორისო სტანდარტების იატაკის საფარი(პოლივინილი),რომელიც მოეწყობა ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში.
მუნიციპალიტეტისა და ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერის" ორგანიზებით მოხდა აღნიშნული ინვენტარის ჩამოტანა ცაგერში და უახლოეს მომავალში განთავსდება სპორტულ დარბაზში,რაც არსებითად გააუმჯობესებს აღნიშნულ სპორტულ ობიექტზე სპორტული შეჯიბრებების,შეკრებების ჩატარებას და სავარჯიშო პროცესის წარმართვის პირობებს ასევე,შესაძლებელს გახდის საქართველოს ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე ჩატარებას.
დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს,ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას გამოჩენილი ყურადღებისა და გაწეული დახმარებისთვის!

სიახლეები