სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის 241 აღსაზრდელს პროდუქტის ნობათი ოჯახებში გადაეცემათ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და სკოლამდელი და სკოლის გარეშე სამსახურის (ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი) ორგანიზებით ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის 241 აღსაზრდელს პროდუქტის ნობათი ოჯახებში გადაეცემათ .თითოეულ ბავშვზე 62 ლარიანი პაკეტი მომზადდა,რომელშიც შაქარი, კარაქი, ზეთი, კარტოფილი,ლობიო,მარილი, ორცხობილა და ბურღულეული შედის.
პანდემიის გამო,მოგეხსენებათ,საბავშვო ბაღები არ ფუნქცირებს.
,,დღეს დავიწყეთ პროდუქტის დარიგება,რომლითაც ბაღებში ბავშვების საკვები უნდა დამზადებულიყო.მათ კუთვნილ პროდუქტს,პანდემიის გამო,მშობლების ხელით ოჯახებში მიიღებენ ჩვენი პატარები.სექტებრის თვეში და ივნისის მეორე ნახევარში ბაღეებს არ უმუშავიათ. ასეთ პერიოეში,ვცდილობთ,ჩვენი პატარები არ დაზარალდნენ.ვისურვებდი,მალე აღდგეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და საბავშვო ბაღებშივე მოვემსახუროთ ჩვენს საყვარელ მომავალ თაობას"-აღნიშნა სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა.

სიახლეები