სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედა აღვში, ქვედა აღვში, შუა აღვში, კენაშში, ლასურიაშში,დეხვირში,ლესინდში და მახაშში. საერთო კრებები ჩატარდა

3 თებერვალს სოფლის საერთო კრებები შედგა სოფელ ზედა აღვში, ქვედა აღვში, შუა აღვში, ლასურიაშში, დეხვირში,ლესინდში,მახაშში და კენაშში.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები:
სოფელ კენაშში-ცენტრალური გზის(აღვი-კენაში) სარეაბილიტაციო სამუშაოები,შიდა გზების რეაბილიტაცია:
სოფელ შუა აღვში-შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
ქვედა აღვში-დაწყებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის გაგრძელება და დასრულება;
ზედა აღვში-სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის მოწყობა, გარე განათების სამუშაოების გაგრძელება;
სოფელ ლასურიაშში-ლასურიაშის სასაფლაოს შემოღობვა;
სოფელ მახაშში-გარე განათების დასრულება;
სოფელ დეხვირში-გარე განათების სამუშაოების დასრულება.
სოფელ ლესინდში გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
კრებებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სიახლეები