სიახლეები

გამოცხადდა ტენდერი სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

გამოცხადდა ტენდერი სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება.
სატენდერო ღირებულებაა 6 593 920 ლარი.
პროექტი ითვალისწინებს გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე დაწესდება მკაცრი კონტროლი,რათა ლეჩხუმის ამ ისტორიული სოფლების მოსახლეობამ საბოლოოდ კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით ისარგებლოს.

სიახლეები