სიახლეები
გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს ღვირიშის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაციას
რამდენიმე წლის წინ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის ჩანჩქერზე მოეწყო ტურისტული გადმოსახედი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტების ვიზიტი ლეჩუმში და კონკრეტულად, სოფელ ღვირიშში.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ გაჩნდა მოთხოვნილება ტურისტული არეალის გაფართოებისა. გამოცხადებულია ტენდერი (სატენდერო თანხა 404 408.00 ლარი), რომელიც ითვალისწინებს ღვირიშის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაციას, მოსასვენებელი სივრცეების, განათების, გადასახედის მოწყობას, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის აღნიშნულ ტერიტორიას. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ღვირიშის ჩანჩქერს გაცილებით მეტი ვიზიტორი ეყოლება, რაც საბოლოო ჯამში, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.


