სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლუხვანოში, ზარაგულაში, გვესოში, ჭალისთავში, დოღურაშსა და ლასხანაში საერთო კრებები ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლუხვანოში, ზარაგულაში, გვესოში, ჭალისთავში, დოღურაშსა და ლასხანაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები ჩატარდა.
მოსახლეობასთან შეთანხმებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გადაწყდა შემდეგი პროექტების დაფინანსება:
სოფელ ზარაგულაში-გარე განათების მოწყობა;
სოფელ დოღურაშში-გარე განათების მოწყობა;
სოფელ ლასხანაში-გარე განათების მოწყობა;
სოფელ ზედა ლუხვანოში-გარე განათების მოწყობა;
სოფელ ქვედა ლუხვანოში-გარე განათების მოწყობა;
სოფელ გვესოში-სოფლის კლუბის პირველი სართულის რეაბილიტაცია, არსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის დასრულების სამუშაოები;
სოფელ ჭალისთავში-სოფლის სასაფლაოების შემოკავება-კეთილმოწყობა.
კრებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიზე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სიახლეები