სიახლეები

მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში ,,ლეჩხუმელი დიასახლისის" სახელით ცნობილ ქალბატონს-ხათუნა ღურჭუმალიძეს ესტუმრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში ,,ლეჩხუმელი დიასახლისის" სახელით ცნობილ ქალბატონს-ხათუნა ღურჭუმალიძეს ესტუმრა.
მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა ხათუნა ღურჭუმალიძის საოჯახო მეურნეობა.ქალბატონი ხათუნა თავის ეზოში მოყვანილი ორგანული პროდუქტით აწარმოებს საწებლებს,სანელებლებს,აგროვებს მრავალი სახეობის მცენარეებს, რომლითაც სხვადასხვა დანიშნულების ჩაი და ნაყენები მზადდება,ამზადებს ყველს.
იგი აგრეთვე ნასპერის ტერიტორიაზე ნაპოვნ არტეფაქტებს ინახავს და თავისი სოფლის ისტორიაზე ბევრს საუბრობს.
ქალბატონი ხათუნა სხვადასხვა არასმთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს,ასევე,მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამებში. ფონდმა ,,აფხაზინტერკონტმა" მას ახლახანს საკუთარ ეზოში სათბური მოუწყო,რაც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს აქაურ წარმოებას.
აგრეთვე,,,ლეჩხუმელმა დიასახლისმა" საჩუქრად მიიღო ხილის საშრობი,რომელსაც აქტიურად იყენებს.
ქალბატონმა მზია გიორგობიანმა აღნიშნა,რომ ასეთი აქტიური,შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისათვის.

სიახლეები