სიახლეები

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, და UNDP პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულთან,პაპუნა მარგველიძესთან ერთად ლეჩხუმში იმყოფებოდნენ

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, და UNDP პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულთან,პაპუნა მარგველიძესთან ერთად ლეჩხუმში იმყოფებოდნენ.
ისინი სოფელ დეხვირში მეწარმე და-ძმა ჭაბუკიანებს ეწვივნენ.
2020 წელს გვანცა ჭაბუკიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში თაფლის საწარმო UNDP-ის პროექტის ფარგლებში დააარსა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.   სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების შედეგად, გვანცამ წელს კვლავ მოიპოვა დაფინანსება ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკური მხარდაჭერის კონკურსში და მისი ბიზნეს იდეა, აპი თერაპიის ცენტრის მოწყობასთან დაკავშირებით, განხორციელებას 2021 წლის ნოემბრიდან დაიწყებს.
სტუმრებმა სოფელ ოყურეშში დავით ჩაკვეტაძის მეურნეობა დაათვალიერეს.
დავით ჩაკვეტაძე 2011 წლიდან მისდევს მეღვინეობას ლეჩხუმში და 9 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით ცდილობდა ღვინის მარანის გამართვას. 2020 წელს, UNDP FRLD-ის გრანტიორი ორგანიზაციის, “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო“, მიერ გამოცხადებულ ქვე-გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა და 7 000 ლარის ინვენტარი გადაეცა. შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის შედეგად, დავითი ვენახების დამატებით ჰექტრებზე გაშენებას გეგმავს. ამას გარდა, ღვინის ჩამოსხმის აპარატი, რომელიც დავითს გრანტის ფარგლებში გადაეცა,   მას საშუალებას აძლევს დააკმაყოფილოს ჰიგიენური სტანდარტები და ახალი ბაზრის მოძიებაზე იფიქროს.
მინისტრის მოადგილე,UNDP-ის მენეჯერი და სამხარეო რწმუნებული სოფელ დეხვირში ,,ღია ცის ქვეშ მუზეუმს" ეწვივნენ,
,,ძალიან კმაყოფილი ვარ ლეჩხუმელი მეწარმეების შემართებით და საქმისადმი დამოკიდებულებით.მათი შრომის შედეგი სახეზეა.ასეთ ადამიანებს ნამდვილად ესაჭიროებათ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენც,ჩვენი მხრიდან ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ მათთვის"-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

სიახლეები