სიახლეები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ

ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ( AIC ) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის I და II ეტაპზე ორგანიზაციამ დააფინანსა 11 საგრანტო განაცხადი, საიდანაც:                  
       6 - ინოვაციური იდეა დაფინანსდა ცაგერის მუნიციპალიტეტში, 4 - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და 1 - ონის მუნიციპალიტეტში!
    AIC გილოცავთ კონკურსში გამარჯვებულებს და გისურვებთ წარმატებებს!
    დაიწყო საგრანტო კონკურსის III ეტაპი!
ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტი (მაქსიმუმ 5,000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).
 ინოვაციურ/ნოვატორული იდეების მიღება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მოსახლეობისაგან ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ, მოხდება ღია კარის პრინციპითაც ;
სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით:
https://docs.google.com/.../1Qyy_l.../edit...
აპლიკაციები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით
tamrielb2017@gmail.com
ან, პირადად მოიტანოთ დალუქული კონვერტით ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ოფისში,
მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ, სას/სამ კოოპერატივი, ი/მ, შ.პ.ს. და ა.შ).
     საგარნტო კონკურსის III ეტაპის განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 2021 წლის 17 ნოემბერი, დაფინანსების პერიოდი 2021 წლის 25 ნოემბერი - 3 დეკემბერი;
    დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ, ნებისმიერ დროს (ორშაბათი - პარასკევი ) 10:00 - 18:00 საათამდე;
ტელეფონებზე: 593 15 13 35 თამარ ელბაქიძე, - პროექტის კოორდინატორი;
599 176 172 ბესარიონ მურუსიძე - პროექტის ასისტენტი;
დამატებითი ინფორმაციებისათვის, პერიოდულად ეწვიეთ ორგანიზაციის FB / გვერდს ngo aic ფონდი „აფხაზინტერკონტი“, სადაც მინიშნებული იქნება კონსულტაციის თარიღები.
                             

სიახლეები