სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა - 58 სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე შეარჩია პროექტები, რომლებიც 2019 წელს განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩხუტელსა და ქვედა ცაგერში, სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გამოყოფილი თანხა ჩხუტელში გარე განათების მონტაჟს, ხოლო ქვედა ცაგერში სკვერის მოწყობას და სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდება.
ამით, ცაგერის მუნიციპალიტეტში კრებები დასრულდა. 58 სოფელში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე შეარჩია პროექტები, რომლებიც 2019 წელს განხორციელდება. მათი უმრავლესობა გარე განათების, შიდა გზების, სანიაღვრე არხების წყალმომარაგების სისტემებისა და თავშეყრის ადგილების მოწყობას მოიცავს.

სიახლეები