სიახლეები

როდის და როგორ მიიღებენ ვაქცინირებული პენსიონერები მთავრობისგან 200 ლარიან დანამატს

60 წელს ზემოთ მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია რომ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, სტატისტიკის გარდა, მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაწყებული წამახალისებელი კამპანიებიც მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასაკია ის, რაც „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს. “ჩემს ასაკში კვდებიან, პირველ რიგში” – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 4 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
 
ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოოს, მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში, მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.

სიახლეები