სიახლეები

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ომის ვეტერანის კობა ქომეთიანის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კოვიდ-19 რეგულაციების დაცვით, ჩატარდა სპორტის ოსტატის, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ეროვნული კატეგორიის მსაჯის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის ომის ვეტერანის კობა ქომეთიანის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
 შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის აჭარის, ქუთაისის, ზესტაფონის, კასპის, ხაშურის, ქარელის, მესტიის, ოზურგეთის, საჩხერის, წყალტუბოს, ლენტეხის და ცაგერის გუნდებმა.
 ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის ტიტულოვანი ჭაბუკი ფალავნები, უნდა აღინიშნოს, ცაგერის კომპლექსური სკოლის გუნდის ( მწვრთნელი ზურაბ ქომეთიანი) წარმატებული ასპარეზობის შესახებ 73 კგ წონითი კატეგორიაში ზედიზედ 5 - ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ დამსახურებულად მოიპოვა ტურნირის ჩემპიონობა ცაგერელმა ნიკა ქომეთიანმა, მას გადაეცა ტურნირის საუკეთესო მოჭიდავეს პრიზი, რომელიც დააწესა ქუთაისის ქართული ჭიდაობის მთავარმა მწვრთნელმა მამუკა მელიქიშვილმა.
 აბსოლიტურ წონაში (81 კგ +) II (მეორე) საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა რატი საღინაძემ (ლუხვანო).
 შეჯიბრებაში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გამსული ფალავნები დაჯილდოვდნენ ფედერაციის მიერ დაწესებული შესაბამისი ფულადი პრიზებით, ღონისძიებას ესწრებოდნენ:
 ერასტი მეტრეველი - ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
 გიორგი კვირიკაშვილი - მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი.
 გელა ბერუაშვილი - ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
 ოთარ ყურაშვილი - ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ლეგენდარული ფალავანი.
 უშანგი ყურაშვილი - ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.
 ჯემალ წულუკიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.
ვალერი პარუნაშვილი - მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობაში.
დაზმირ ონიანი - ლეგენდარული მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის გამზრდელი.
 ღონისძიებისათვის ცაგერში სპეციალურად ჩამოვიდნენ ალექსი დავითაშვილი- ლეგენდარული ფალავანი, მსოფლიოს 5 - გზის ჩემპიონი ძიუდოში ვეტერანთა შორის.
 გიორგი მოდებაძე - ძიუდოში ვეტერანთა შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი.
 შეჯიბრების მიმდინარეობის დროს ბატონმა ჯემალ წულუკიძემ ქართული ჭიდაობის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის კობა ქომეთიანი დააჯილდოვა საპატიო დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
 ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩვენი ჩემპიონის ნიკა ქომეთიანისათვის, რომელსაც ბატონმა დაზმირ ონიანმა, როგორც კურსდამთავრებულს გადასცა სპორტის კოლეჯის დიპლომი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           
 ტურნირის მხარდამჭერები გახლდნენ:ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიორგი ნემსაძე.

სიახლეები