სიახლეები

26 ნოემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ‘’აგროტურისტული ფესტივალი 2021’’ გაიმართა

26 ნოემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ‘’აგროტურისტული ფესტივალი 2021’’ გაიმართა.
 ღონისძიებაზე, 100-მდე ფერმერმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭითურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან წარმოადგინეს ადგილობრივი წარმოების პროდუქტები (ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, აი და ა.შ) ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ წარმოდგენილი სხვადასხვა აგროპროდუქტები.
‘’აგროტურისტულ ფესტივალს 2021’’-ს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლაშა ჭიჭინაძესთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აგროტურისტული ფესტივალი, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და მოწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირის დამყარება, ცნობიერების ამაღლება აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროებში და ერთიანი სივრცის შექმნა სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობისათვის.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ‘’რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია’’, ხოლო პარტნიორები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, GRETA (რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით), ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

სიახლეები