სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 98 499 ლარი შეადგინა, დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ნემსაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, გელა მამარდაშვილთან ერთად მოინახულეს.
ამ ეტაპისთვის, შ.პ.ს ,,ამჯ-ჯგუფმა" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და მიმდინარეობს ობიექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები.
სოფელ აღვში ახლად რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სიახლეები