სიახლეები
სოფელ ჩხუტელში, კვირიკაშვილების შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია
სოფელ ჩხუტელში, კვირიკაშვილების შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, ცენტრალური ასფალტირებული გზიდან, კვირიკაშვილების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ცაგერის მერთან, გიორგი ნემსაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც შპს “ამჯ-ჯგუფი” ახორციელებს, დასრულების ფაზაშია და ღირებულებად 248 299 ლარია განსაზღვრული.


