სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ აქტიურად დაიწყო შეხვედრები მეწარმეებთან
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ აქტიურად დაიწყო შეხვედრები მეწარმეებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხებს.
მეწარმეებთან კომუნიკაციას მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
,,როგორც საგზაო, ისე სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მთავარ გამოწვევად დასახელდა. ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი საჭიროებების მიხედვით ვიხელმძღვანელებ და ვეცდები, დროულად უზრუნველვყო მათი პრობლემების ეფექტიანი გზით მოგვარება"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.


