სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და მერის მოადგილემ ალუდა თუთისანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 676 549 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ქელე".
სამუშაოები 2022 წლის აპრილში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისას ნაპირსამაგრი დაიცავს მოსახლეობის სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს დატბორვისაგან,ასევე,შესაძლებლობის ფარგლებში შეტანილი იქნება პროექტში ცვლილებები,მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.


