სიახლეები

დასრულების პროცესშია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავის,წიფერჩის,ბარდნალის,ლარჩვალის და ქვედა ცაგერის ნაწილის წყალმომარაგების სამუშაოები.

დასრულების პროცესშია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავის,წიფერჩის,ბარდნალის,ლარჩვალის და ქვედა ცაგერის ნაწილის წყალმომარაგების სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 599 529 ლარი.პროექტს ახორციელებს შ.პ.ს. ,,უნივერსალ სერვისი“.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე .
,,ამ პროექტის წარმატების განხორციელებით ცაგერის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფა მოხდება ხარისხიანი და მუდმივი სასმელი წყლით,გადაიჭრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ლეჩხუმისთვის"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

სიახლეები