სიახლეები
გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ცაგერის მუნიციპალიტეტს გადასცა 8 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი
გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ცაგერის მუნიციპალიტეტს გადასცა 8 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი. კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომპიუტერული ტექნიკა მოხმარდება ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონულად სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებას. ჩამოთვლილი პროდუქციიდან 5 პორტატული სკანერი და 6 პერსონალური კომპიუტერი მერის წარმომადგენლებს დაურიგდებათ. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ დაეხმარონ მოსახლეობას დისტანციურად მიმართონ მუნიციპალიტეტს და ელექტრონულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
კომპიუტერული ტექნიკა მერიის მხრიდან ჩაიბარა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ.


