სიახლეები
,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლები მერის მოადგილეს შეხვდნენ
,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოადგილეს მიხეილ მეშველიანს,კულტურის,განათლების, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი კვირიკაშვილს და გაერთიანების აქტივის ლეჩხუმელ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუმრებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, პერსპექტივებზე,მუნიციპალიტეტების ჩართულობაზე.
გაერთიანების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


