სიახლეები

,განახლებული რეგიონების“-ს ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტურ ფაზაშია რუსთაველის და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“-ს ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტურ ფაზაშია რუსთაველის და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე ადგილზე გაეცნო.
ეწყობა არსებული შენობების,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების,სავაჭრო ობიექტების ფასადები,ვიტრაჟები,საჭიროების შემთხვევაში იცვლება სახურავები.
მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა ტროტუარები,ახალი სანიაღვრე არხები.
აღიშნული პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად,იგეგმება სხვადასხვა სამუშაოეების შესარულება,მათ შორის სკვერების მოწყობის და კეთილმოწყობის სამუშაოები.
სამუშოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები