სიახლეები
საკრებულოს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა (24.12.2021 წელი). სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა შემდეგი საკითხები:
დადგენილებები:
1. „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე.
2. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განკარგულებები:
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №83 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2022 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.


