სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ცაგერის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე.
ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას,ბავშვებს სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ.
,,ეს დღე ძალიან სიმბოლურია ლეჩხუმისთვის,ჩვენი ახალგაზრდებისთვის.მინდა ყველამ გავიხაროთ ჩვენი ლამაზად მორთული ქალაქით.საახალწლო განწყობა შეგვექმნას და ბედნიერად შევხვდეთ დამდეგ ახალ წელს"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკა ჭაბუკიანი,მოადგილეები მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა.

სიახლეები