სიახლეები

ცაგერის მერია მერიებს შორის მეხუთე ადგილზეა,ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტებს შორის-მერვე ადგილზე

ცაგერის მერია მერიებს შორის მეხუთე ადგილზეა,ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტებს შორის-მერვე ადგილზე.
2021 წლის 5 აპრილიდან დაიწყო საქართველოს
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ერთიანი
ეროვნული შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით.
ინდექსის მიზანია, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული
თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
ინდექსი მოიცავს შეფასების მეთოდოლოგიას და კრიტერიუმებს საჯარო
ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის,
მოქალაქეთა მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების სფეროებში.
ამ ეტაპისთვის, შეფასების პროცესი, რომელიც დაეფუძნა მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე
განთავსებულ და მათგან მიღებულ საჯარო ინფორმაციას.
შეფასება ხორციელდება პროექტის - „ღია და ანგარიშვალდებული
თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა
მონაწილეობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს
„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტი“ და „მმართველობითი სისტემების განვითარების
ცენტრი“. პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს
ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები