სიახლეები
საახალწლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები.
ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.
ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში,31 დეკემბერს, ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით:
31 დეკემბერი- ცაგერი
12:00 – 17:00 საშობაო მელოდიები.
14:00 – 14:15 თუ დრამერების მარში, საკარნავალო მსვლელობა - ღონისძიების საზეიმო გახსნა
14:00 – 18:00 საშობაო მარკეტი
14:00 – 17:00 სახის მოხატვა
14:00 – 18:00 თოვლის ბაბუის მიღება სანტას სახლში (ყოჩაღი ბავშვების დასაჩუქრება)
14:15 -15:00 ანიმატორებისა და ჟონგლიორი სანტების შოუ.
15:00 – 15:40 თეატრი ბორბლებზე ( ამონარიდები სპექტაკლებიდან, ილუზიონისტის შოუ, თოჯინების ჯაზ ბენდი)
15:40 – 15:50 დრამერების მარში, საკარნავალო მსვლელობა
16:00 – 17:00 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი
23:00 – 23:45 ჯგუფი შოუ თაიმი
23:45 – 23:59 ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი
,,ლეჩხუმი"-,,მრავალჟამიერი"
00:05 – 01:00 ბენდი შოუ თაიმი


