სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია. საკრებულომ 19 ხმით 6-ის წინააღმდეგ, ცაგერის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 8,567.3 ათასი ლარით განისაზღვრა. პროექტი წარადგინა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ლეთოდიანმა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.

სიახლეები