სიახლეები

ცაგერში კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე ტენდერი ცხადდება

ცაგერის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს ქ.ცაგერში კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე.

პროექტი ითვალისწინებს არსებული სკვერის აღდგენას - მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, განათება, საფეხმავლო ბილიკები, ჩატარდება გამწვანებისა და მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები.
კეჭნარის ხევის გვერდებზე გაბიონების მეშვეობით მოეწყობა გამწვანებული ტერასები და დაკიდებული ხიდი, ხოლო კეჭნარის არხის გვერდებზე ლითონის შემომზღუდავი მოაჯირები.
პროექტის ღირებულებაა 786 226 ლარი.

სიახლეები